Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მყვინთავები განაგრძობენ ჩაძირულ Costa Concordia-ზე შესაძლო გადარჩენილთა ძებნას


მყვინთავები, რომლებიც იტალიის კუნძულ ჯილიოს მახლობლად ჩაძირულ გემ Costa Concordia-ს კორპუსს სინჯავენ, არ წყვეტენ შესაძლო გადარჩენილთა ძებნას. მაშველების თქმით, არის იმედი, რომ ადამიანების აღმოჩენა მოხერხდება ეგრეთწოდებულ ჰაერის ჯიბეებში, რომლებიც ჯერ კიდევ უნდა გაისინჯოს. უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 20-მდე ადამიანი. დღეს იტალიის სასაზღვრო დაცვის მყვინთავებმა გემის კორპუსში ქალის გვამი იპოვეს. უკანასკნელი მონაცემებით, ტრაგედიას ემსხვერპლა 12 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი. დაღუპულთა შორის არიან საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის, უნგრეთის, პერუს მოქალაქეები. ლაინერის მფლობელებმა განაცხადეს, რომ გულდასმით შეისწავლიან კომპანიის ყველა გემზე უსაფრთხოების ზომების და ექსტრემალურ ვითარებაში ეკიპაჟების მოქმედების წესებს. Costa Concordia-ს დაპატიმრებულ კაპიტანს, ფრანჩესკო სკეტინოს, სხვათა შორის, ბრალად ედება, რომ მან მგზავრთა ევაკუაციამდე დატოვა გემი.
XS
SM
MD
LG