Accessibility links

logo-print

ნიგერიის ქალაქ კანოში ტერაქტებს შესაძლოა 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა


როგორც იტყობინებიან, ნიგერიის ქალაქ კანოში ტერაქტებს შესაძლოა 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ აცხადებენ ადგილობრივი მოსახლეები, რომელთა თქმით, ქუჩებში ბევრად მეტი დაღუპული ნახეს, ვიდრე ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ცნობებშია ნახსენები. ჯერჯერობით, ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა სულ ცოტა შვიდი ადამიანი. პარასკევს თავს დაესხნენ პოლიციის რამდენიმე განყოფილებას, საპასპორტო-სავიზო განყოფილებებს, ასევე სახელმწიფო უშიშრებოს სამსახურის მთავარ შენობას. ქალაქში საგანგებო ვითარებაა გამოცხადებული. ტერაქტებისთვის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო რადიკალურმა ისლამისტურმა ორგანიზაცია „ბოკო ჰარამმა“, რომელიც აცხადებს, რომ ამით შურს იძიებს ხელისუფლების მიერ მისი აქტივისტების დაპატიმრებისთვის.
XS
SM
MD
LG