Accessibility links

ჰამიდ კარზაის თქმით, ის პირადად შეხვდა შეიარაღებულ მეამბოხეთა დელეგაციას


ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ შაბათს გამოაცხადა, რომ პირადად შეხვდა შეიარაღებულ მეამბოხეთა დელეგაციას. ქაბულში პარლამენტის წევრებთან შეხვედრაზე მან თქვა, რომ მოლაპარაკებები ჰქონდა „ჰესბ-ი-ისლამის“ ჯგუფის წევრებთან. კარზაის არ დაუკონკრეტებია, როდის შედგა შეხვედრა. „ჰესბ-ი-ისლამის,“ - რადიკალ მეამბოხეთა ჯგუფს, - ხელმძღვანელობს გულბუდინ ჰექმათიარი, რომელიც შეერთებული შტატების მიერ საერთაშორისო ტერორისტთა სიაშია შეყვანილი. ჯგუფი მოქმედებს ავღანეთის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში. მიმდინარე თვის დამდეგს თალიბები დათანხმდნენ, შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებისთვის ოფისი გახსნან კატარში.
XS
SM
MD
LG