Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭო: რუსეთს რეალური პოლიტიკური ცვლილება ესაჭიროება და არა ამჟამინდელი რეჟიმის „გადასარჩენი მექანიზმი“


ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის თქმით, რუსეთს რეალური პოლიტიკური ცვლილება ესაჭიროება და არა ამჟამინდელი რეჟიმის „გადასარჩენი მექანიზმი“. დელეგაციამ, რომელიც დეკემბერში ჩატარებულ სადაო საპარლამენტო არჩევნებს მეთვალყურეობდა, დღეს მოსკოვში ისაუბრა მისი საბოლოო დასკვნების პრეზენტაციამდე. არჩევნების შესახებ თავის დასკვნას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ორშაბათს წარმოადგენს სტრასბურგში. დელეგაციის ხელმძღვანელმა ტაინი კოქსმა ასევე განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ მთელ ქვეყანაში დაწყებული ანტისამთავრობო გამოსვლები რუსეთის გამოღვიძებისკენ მოწოდება იყო.
XS
SM
MD
LG