Accessibility links

logo-print

ნიგერიის ქალაქ კანოში ტერაქტების მსხვერპლთა რიცხვი 160-ს აჭარბებს


ნიგერიის ქალაქ კანოში ტერაქტების მსხვერპლთა რიცხვი, უკანასკნელი მონაცემებით, 160-ს აჭარბებს. პარასკევს კანოში, რომელიც ქვეყნის, ძირითადად, მუსულმანებით დასახლებული ჩრდილოეთ ნაწილის უდიდესი ქალაქია, განხორციელდა ორ ათეულზე მეტი ტერაქტი. თავს დაესხნენ პოლიციის რამდენიმე განყოფილებას, საპასპორტო-სავიზო განყოფილებებს, ასევე სახელმწიფო უშიშროების სამსახურის მთავარ შენობას. ქალაქში საგანგებო ვითარებაა გამოცხადებული. ტერაქტებისთვის პასუხისმგებლობა იკისრა რადიკალურმა ისლამისტურმა ორგანიზაცია „ბოკო ჰარამმა“, რომელიც აცხადებს, რომ ამით შურს იძიებს ხელისუფლების მიერ მისი აქტივისტების დაპატიმრებისთვის.
XS
SM
MD
LG