Accessibility links

ილია მეორე სამკურნალოდ გაემგზავრა გერმანიაში


საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გერმანიაში გაემგზავრა. საპატრიარქოს ინფორმაციით, ილია მეორე სამედიცინო შემოწმებას გაივლის იმავე კლინიკაში, სადაც მას ამ ოთხიოდე წლის წინ კარდიოლოგიური გამოკვლევა და მკურნალობა ჩაუტარდა. “დაგვიკავშირდა კლინიკა და გვთხოვა ჩასვლა, რათა პატრიარქს გეგმიური გამოკვლევები ჩაუტარდეს. ამას დაახლოებით 10-12 დღე დასჭირდება. იქ ყოფნის პერიოდში პატრიარქს, შესაძლოა სხვა, ძალიან ხანმოკლე სარეაბილიტაციო კურსიც ჩაუტარდეს”, - აღნიშნა საქართველოს პატრიარქის მკურნალმა ექიმმა ცისანა შარტავამ და განმარტა, რომ ეს არის მხოლოდ გეგმიური გამოკვლევა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური საქართველოში 4 თებერვალს დაბრუნდება.
XS
SM
MD
LG