Accessibility links

logo-print

ხორვატიაში ტარდება რეფერენდუმი ევროკავშირის წევრობაზე


ხორვატებმა დღეს რეფერენდუმზე უნდა გადაწყვიტონ, უჭერენ თუ არა მხარს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას. საზოგადოებრივი აზრის წინასწარი გამოკითხვის თანახმად, ხორვატთა უმრავლესობა ემხრობა ევროკავშირში გაწევრიანებას. შაბათს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვესნა პუსიჩმა მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისაკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ კავშირის წევრობა ხორვატებს უსაფრთოხებას მოუტანს. ევროკავშირის მოწინააღმდეგე ათასამდე მოქალაქემ, რომელთა შორის უმრავლესობას ნაციონალისტები, ბალკანეთის ომის ვეტერანები და მემარჯვენე ფრთის წევრები წარმომადგენდნენ, ზაგრებში დემონსტრაცია გამართეს და პოლიციასთან შეტაკებაც მოუხდათ, როდესაც ევროკავშირის დროშის ჩამოგდებას შეეცადნენ. პოლიციამ სამი დემონსტრანტი დააკავა. იუწყებიან, რომ არეულობაში რამდენიმე კაცი დაშავდა. შარშან ხორვატიამ ევროკავშირთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის თანახმად ხორვატია 2013 წლის ივლისში ბლოკის 28-ე წევრი გახდება.
XS
SM
MD
LG