Accessibility links

logo-print

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი „ქართულ ოცნებას“ უერთდება


თედო ჯაფარიძე, საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ მომავალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტში, განზრახული აქვს, შეურთდეს ოპოზიციის რიგებს, კონკრეტულად კი ბიძინა ივანიშვილს, ახალ სახეს საქართველოს საკმაოდ დანაღმულ პოლიტიკურ ლანდშაფტზე, - ნათქვამია თედო ჯაფარიძის წერილში, რომელიც ინტერნეტსაიტ „Presa ge“- ზეა გამოქვეყნებული. 2003-2004 წლებში, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, თედო ჯაფარიძე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად მუშაობდა. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მის ნაცვლად საგარეო უწყების ხელმძღვანელად სალომე ზურაბიშვილი დანიშნა. თუმცა, თედო ჯაფარიძეს შეუნარჩუნდა დიპლომატიური სტატუსი და იგი საქართველოს კვოტით შავი ზღვის კვლევის საერთაშორისო ცენტრში (ICBSS) მუშაობდა. 2011 წელს თედო ჯაფარიძე იძულებული გახდა დაეტოვებინა ICBSS, მას შემდეგ, რაც საქართველო ხელისუფლებამ, როგორც თავად წერს „პოლიტიკური შურისძიების“ მიზნით, ჩამოართვა დიპლომატიური პასპორტი და, ფაქტობრივად, უმუშევარი დატოვა. „მე თუ ახლა პოზიციას ხისტად არ გამოვხატავ, მაშინ ქვეყნისადმი მსახურებით აღსავსე ჩემი ცხოვრება, აზრს დაკარგავს. მინდა პირდაპირ გითხრათ – მე მხოლოდ „ნორმალურ ქვეყანაზე“ ვოცნებობ, ისეთზე, სადაც: არჩევნების წაგება დასაშვებია; სადაც ნაცვლად პირადი ლოიალობისა და ძალაუფლების პირველყოფილი გაყოფის ინსტინქტებისა, ადმინისტრაციული აპარატი აცნობიერებს სუბორდინაციული ჯაჭვის არსებობას და პასუხისმგებლობანი ცნობიერადაა გადანაწილებული“, - ნათქვამია თედო ჯაფარიძის წერილში. საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი განსაკუთრებულ მადლობას უხდის აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის ხელმძღვანელობას, სადაც ის ბოლო დრომდე მუშაობდა.
XS
SM
MD
LG