Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არაბული ლიგის მინისტრები სირიაში მონიტორინგის მისიაზე მსჯელობენ


კაიროში დაიწყო არაბული ლიგის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. მასზე განიხილავენ ამ ორგანიზაციის დამკვირვებელთა მისიის მოხსენებას, რომელიც სირიაში ერთთვიანი მუშაობის შედეგია. მოსალოდნელია, რომ შეხვედრის დროს მისიის მანდატი გაგრძელდება და გაიზრდება ლიგის დამკვირვებელთა რაოდენობა, ხოლო მისიის წევრები უფრო ფართო უფლებამოსილებით აღიჭურვებიან. კრიტიკოსები ამბობენ, რომ არაბული ლიგიის მისია, რომლის შემადგენლობაში 165 დამკვირვებელია, წარუმატებლობა აღმოჩდა, რადგან ვერ შეძლო ამ ქვეყანაში სისიხლისღვრის შეწყვეტა. სირიაში გასული წლიდან მოყოლებული მასობრივი გამოსვლები გრძელდება პრეზიდენტ ბაშარ ასადის წინააღმდეგ. მას შემდეგ, გაეროს თანახმად, 5 000-ზე მეტი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG