Accessibility links

logo-print

„ჰიუმან რაითს უოჩი“ ერაყს ავტორიტარიზმის გამო აფრთხილებს


საერთაშორისო უფლებათდამცველი ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს უოჩი“ აფრთხილებს ერაყს, რომ ქვეყანა შესაძლოა დაუბრუნდეს ავტორიტარიზმს და პოლიციურ სახელმწიფოდ გადაიქცეს, მიუხედავად აშშ-ის განცხადებისა, რომ ქვეყანაში დემოკრატიული გარდაქმნების მხარდაჭერას ცდილობს. უფლებათდამცველი ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ გასულ წელს ერაყის ხელისუფლება არღვევდა სიტყვისა და შეკრების თავიუსფლებას აქტივისტების, ჟურნალისტებისა და დემონსტრანტების დაშინებით, ზეწოლითა და დაპატიმრების გზით. „ჰიუმან რაითს უოჩის“ ანგარიშში ნათქვამია, რომ ერაყში არსებობს საიდუმლო ციხეები, რომელშიც პატიმრებს აწამებენ.
XS
SM
MD
LG