Accessibility links

logo-print

ნატოს სარდლობა დაღუპულ ფრანგ ჯარისაცებს გამოეთხოვა


ნატოს გენერლები და ჯარისაკცები სამხედრო პატივით გამოეთხოვენ პარასკევს დაღუპულ ოთხ ფრანგ ჯარისკაცს, რომლებიც ერთ-ერთ საწვრთნელ ბაზაზე ავღანეთის არმიის სამხედრო ფორმაში გადაცმულმა ახალგაზრდამ დახოცა. ავღანეთის ხელისუფლების თანახმად, 21 წლის მკვლელი თალიბანის მებრძოლი იყო, რომელიც სამხედრო ბაზაზე ტერაქტის მიზნით შეაგზავნეს. ქაბულის აეროპორტში დაღუპული ფრანგი ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგეს ავღანეთში საგანგებოდ ჩასულმა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ჟერარდ ლონგემ და აშშ-ის ჯარების მთავარსარდალმა ავღანეთში გენერალმა ჯონ ალენმა. დაღუპული ფრანგის ჯარისკაცების ცხედრებს საფრანგეთში ღამეს ჩაასვენებენ. სპეციალური თვითმფრინავი საწვავის შესავსებად ცოტა ხნით საქართველოში დაეშვება.
XS
SM
MD
LG