Accessibility links

logo-print

კიშინიოვში რეფერენდუმის იდეა გააპროტესტეს


კიშინიოვის ქუჩებში 5 ათასკაციანი მიტინგი გაიმართა მოსალოდნელი რეფერენდუმის წინააღმდეგ. დემონსტრანტები აპროტესტებენ კონსტიტუციაში ცვლილების მიზნით დაგეგმილ რეფერენდუმს, რომელზეც მოლდავეთში პრეზიდენტის არჩევის მექანიზს შეეხება. რეფერენდუმის გამართვის ინიციატივით მოლდავეთის მმართველი „ევროპული ინტეგრაციის ალიანსი“ გამოვიდა. ალიანსი მოსახლეობას სთავაზობს, რომ 61-დან 51-მდე შემცირდეს იმ პარლამენტართა რაოდენობა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის ასარჩევად არის საჭირო. ქვეყნის პარლამენტი უკვე ორწელიწადნახევარი ვერ ახერხებს პრეზიდენტის არჩევას. მოლდავეთის მმართველ კოალციას არ ყოფნის ორი დეპუტატის ხმა.
XS
SM
MD
LG