Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი: საქართველოში „პოზიტიური შობადობის ბალანსია“


„ჩვენ გვაქვს პოზიტიური შობადობის ბალანსი “ვარდების რევოლუციის” შემდეგ და ეს ჯიუტი სტატისტიკაა”, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 22 იანვარს ლაგოდეხში, კლინიკის მონახულებისას განაცხადა. სააკაშვილის თქმით, საქართველოში ბევრი თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ახალი საავადმყოფო შენდება, თუმცა, ამ ფაქტს ბევრი სკეპტიკურად უყურებს. პრეზიდენტმა გააკრიტიკა ის ოპონენტები, რომლებიც ამბობენ, თითქოს ახლადგახსნილ საავადმყოფოებში ერთი და იგივე აპარატურა დააქვთ და პრეზიდენტს პაციენტების ნაცვლად მსახიობებს ახვედრებენ.
XS
SM
MD
LG