Accessibility links

logo-print

რუსეთის ცესკო: იავლინსკი კანდიდატი ვერ იქნება


რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პარტია ”იაბლოკოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი გრიგორი იავლინსკი რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატად ვერ დარეგისტრირდება. ”ინტერფაქსის” ცნობით, იავლინსკის მიერ წარმოდგენილ ხელმოწერებში 26-პროცენტიანი წუნი აღმოაჩინეს. პრეზიდენტობის დარეგისტრირებულ კანდიდატთა სიაში არიან - ვლადიმირ პუტინი, გენადი ზიუგანოვი, სერგეი მირონოვი და ვლადიმირ ჟირინოვსკი. კანდიდატთა სრული სია 29 იანვარს გამოქვეყნდება.
XS
SM
MD
LG