Accessibility links

logo-print

არაბულ სახელმწიფოთა ლიგა ბაშარ ასადის დაუყოვნებლივ გადადგომას ითხოვს


არაბულ სახელმწიფოთა ლიგან, ქაიროში თათბირის შემდეგ, მოუწოდა სირიის ხელისუფლებას ორი კვირის განმავლობაში დაიწყოს დიალოგი ოპოზიციასთნ. ამას გარდა, ლიგან მოითხოვა სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის გადადგომა და ხელისუფლების ვიცე-პრეზიდენტისათვის გადაცემა. ამას გარდა, ლიგა ითხოვს ორი თვის განმავლობაში ჩამოყალიბდეს ეროვნული ერთობის მთავრობა. ქაიროში ჩატარებული თათბირის მონაწილეთა აზრით, ეს ხელს შეუწყობს სირიაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის დარეგულირებას.
XS
SM
MD
LG