Accessibility links

logo-print

პაკისტანში ოთხი ადამიანი დაიღუპა სარაკეტო იერიშის შედეგად


პაკისტანელი ოფიციალური პირების განცხადებით, ოთხი ექსტრემისტი დაიღუპა, სავარაუდოდ, შეერთებული შტატების კუთვნილი უპილოტო თვითმფრინავით განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად. დასავლეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, იერიში ორშაბათს მოეწყო ავღანეთის საზღვრის მახლობლად, ჩრდილოეთ ვაზირისტანის რეგიონში. ეს რეგიონი ცნობილია თალიბანის და ალ-ყაიდის წევრების აქტიურობით. ცნობებში მოყვანილია პაკისტანელი ოფიციალური პირებისაგან მიღებული ინფორმაცია, რომ სარაკეტო იერიში, როგორც ჩანს, მიმართული იყო ავტომანქანის წინააღმდეგ, რომელშიც სავარაუდო ექსტრემისტები იმყოფებოდნენ.
XS
SM
MD
LG