Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთის პოლიციამ რეიდი მოაწყო ოპოზიციური პარტიის ოფისში


ყაზახეთში დაურეგისტრირებელი ოპოზიციური პარტიის განცხადებით, პოლიციამ რეიდები მოაწყო მის ოფისში და პარტიის ლიდერთა ბინებში. პარტია „ალგა“ იუწყება, რომ სამოქალაქო ტანისამოსიანი პოლიციელები დღეს დილას მივიდნენ პარტიის შტაბბინაში და არ მისცეს პარტიის წევრებს შენობაში შესვლის საშუალება. ოფისში მყოფი პოლიციელების თქმით, ისინი არ არიან უფლებამოსილი, ისაუბრონ რეიდის მიზეზებზე. ყაზახეთის ხელისუფლება უკვე წლებია, უარს ამბობს პარტია "ალგის" რეგისტრაციაზე და მისთვის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლების მიცემაზე. მიმდინარე თვეში გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე ხმების დიდი უმრავლესობა ერგო პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევის პარტიას, „ნურ ოტანს“. მასთან ერთად, საპარლამენტო მანდატები მოიპოვა კიდევ ორმა პარტიამ.
XS
SM
MD
LG