Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხორვატები მხარს უჭერენ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას


ხორვატიაში კვირას გამართულ რეფერენდუმზე მონაწილეთა 66 პროცენტი მიემხრო ევროკავშირში გაწევრიანებას. პრემიერ-მინისტრ ზორან მილანოვიჩის შეფასებით, საქმე ეხება „ისტორიულ მომენტს“ ხორვატიისათვის. „ეს არის გარდატეხის მომენტი ჩვენს ისტორიაში და ჩვენ თვითონ ვიქნებით პასუხისმგებელი ჩვენს გადაწყვეტილებებზე. წარმატება და წარუმატებლობა - ახლა მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული“, - განაცხადა ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა, რომელიც გამოეხმაურა იმ გარემოებასაც, რომ რეფერენდუმში მონაწილეთა რაოდენობა არ აღემატებოდა ელექტორატის 47 პროცენტს. პრემიერ-მინისტრ ზორან მილანოვიჩის შეფასებით, რეფერენდუმში პასიურობა არის ამომრჩევლების „გადაღლის“ ნიშანი. ხორვატებს რეფერენდუმის დადებითი შედეგით დასრულება მიულოცა ევროკავშირმა, რომლის შეფასებითაც, ეს სიახლე კარგი ცნობაა მთელი ბალკანეთის რეგიონისათვის. ხორვატიამ ექვსი წლის წინ დაიწყო ევროკავშირში მიღების საკითხზე მოლაპარაკება და 2013 წელს გახდება მისი 28-ე წევრი.
XS
SM
MD
LG