Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი ემხრობა რუსეთში იმიგრაციის წესების გამკაცრებას


რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი გამოდის იმიგრაციის შესახებ კანონმდებლობის გამკაცრებისაკენ მოწოდებით. სტატიაში, რომელიც ეძღვნება მის მიზნებს მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, პუტინი პირობას დებს, რომ, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, შეზღუდავს უკანონო იმიგრაციას. მისი განმარტებით, მიგრანტები, რომლებსაც რუსეთში მუშაობა სურთ, მომავალი წლიდან ჩააბარებენ გამოცდებს რუსულ ენაში, ისტორიასა და ლიტერატურაში. სტატია გამოქვეყნდა პუტინის ოფიციალურ წინასაარჩევნო ვებსაიტზე. ამასთან, პრემიერ-მინისტრი აკრიტიკებს ნაციონალიზმის გაღვივების მცდელობებს და აცხადებს, რომ აიკრძალება ნაციონალისტური პარტიები. ორშაბათს გამოქვეყნებული სტატია არის ბოლო დღეების რიგით მეორე პუბლიკაცია პუტინისათვის, რომელსაც მესამე ვადით აქვს წამოყენებული თავისი კანდიდატურა 4 მარტის საპარლამენტო არჩევნებზე.
XS
SM
MD
LG