Accessibility links

logo-print

საფრანგეთის სენატი განიხილავს კანონპროექტს სომეხთა „გენოციდზე“


საფრანგეთის სენატში განიხილება კანონპროექტი, რომლითაც დანაშაულად ცხადდება იმის უარყოფა, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს თურქეთში სომეხთა გენოციდი მოხდა. კანონპროექტი უთანხმოებას იწვევს ნატოს წევრ მოკავშირეებს, საფრანგეთსა და თურქეთს შორის. საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატა უკვე მიემხრო კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, სომეხთა გენოციდის უარყოფას უნდა შეეფარდოს ერთი წლით პატიმრობა და ფულადი ჯარიმა 45 000 ევროს (57 000 დოლარის) ოდენობით. პარლამენტის ქვედა პალატის ამ გადაწყვეტილების შემდეგ, თურქეთმა შეაჩერა საფრანგეთთან სამხედრო და ეკონომიკის სფეროებში თანამშრომლობა. სომხეთი აცხადებს, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიაში დახოცეს 1,5 მილიონი სომეხი, რაც მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგი იყო. თურქეთი უარყოფს გენოციდის ბრალდებას.
XS
SM
MD
LG