Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ არ დააკმაყოფილა „იგრიკის“ დაყადაღების მოთხოვნა


თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „რუსთავის მედიის მართვის კომპანიის“ მოთხოვნა კომპანია „იგრიკის“ დაყადაღების შესახებ. უარის მიზეზად დასახელდა ის გარემოება, რომ შპს „იგრიკის“ მფლობელია შპს „აქცეპტი“ და ამ კომპანიას კავშირი არა აქვს „მაესტროს“ გენერალურ დირექტორ ბაჩო კიკაბიძესთან. „იგრიკა“ მართვის უფლებით გადაეცა შპს „აქცეპტს“, რომლის 80-პროცენტიანი წილის მფლობელია ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის მეუღლე, ეკატერინა ხვედელიძე. „რუსთავის მედიის მართვის კომპანიამ“, რომელსაც ეროსი კიწმარიშვილი ხელმძღვანელობს, რამდენიმე დღის წინ მიმართა სასამართლოს „იგრიკაზე“ ყადაღის დადებით მოთხოვნით.
XS
SM
MD
LG