Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები როსტომ მეფის სასახლის პრობლემებს გაეცნენ


საზოგადოებრივი მოძრაობის "ქართული ოცნების" წევრებმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გააცნეს ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ”ქართუ ჯგუფის” მფლობელობაში არსებული როსტომ მეფის სასახლის გამო შექმნილი პრობლემები. "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა უცხოელ დიპლომატებს უჩვენეს ორი ვიდეოსიუჟეტი, რომელიც ივანიშვილის პოლიტიკურად გააქტიურების შემდეგ წარმოქმნილ სირთულეებს შეეხება. მათ შორისაა თბილისში მდებარე როსტომ მეფის სასახლის გარშემო განვითარებული პროცესები, მერიის უარი ექსპლუატაციაში მიეღო რეკონსტრუირებული შენობა და მისი პირველი სართულის დაკავება უცხო პირების მიერ. ”ქართული ოცნების” წარმომადგენელთა განცხადებით, ოფიციალური მიმართვის მიუხედავად, პოლიცია არ იყენებს არანაირ ზომებს შენობიდან ამ პირების გასაყვანად. ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულ საზოგადოებრივ მოძრაობაში იმედი აქვთ, რომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების დახმარებით, პრობლემები მოგვარდება. თავად უცხოელ დიპლომატებს როსტომ მეფის სასახლის დათვალიერების და ”ქართული ოცნების” წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებიათ.
XS
SM
MD
LG