Accessibility links

logo-print

ნინო ბურჯანაძე: რეალური ოპოზიციური ძალების გზები ყველა შემთხვევაში გადაიკვეთება


”დემოკრატიული მოძაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე დარწმუნებულია, რომ "სახალხო კრებას" ბიძინა ივანიშვილის ფინანსების მეათასედი რომ ჰქონოდა, მიხეილ სააკაშვილი დღეს ხელისუფლებაში აღარ იქნებოდა, პოლიტიკურ პარტიათა უმრავლესობა კი,"სახალხო კრების" გარშემო გაერთიანდებოდა. თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ივანიშვილთან მისი, დღემდე არშემდგარი შეხვედრის გამო განსაკუთრებულ პრობლემას ვერ ხედავს. ”დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის შეფასებით. შეხვედრას პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს, რადგან მთავარია, ბრძოლის მეთოდები იყოს სწორი და ივანიშვილმა და მისმა მოძრაობამ არ დაუშვან შეცდომები, რომელიც საბოლოო მიზნის მიღწევაში ხელს შეუშლით. ”თუ ბრძოლა იქნება ხელისუფლების შესაცვლელად და არა მეორე ადგილზე გასასვლელად და რეჟიმის ჩასანაცვლებლად, მაშინ რეალური ოპოზიციური ძალების გზები ყველა შემთხვევაში გადაიკვეთება, ან პარალელური რეჟიმით წავა და ასეთ შემთხვევაში კოორდინირება აუცილებელი გახდება”, - განაცხადა ბურჯანაძემ. მისივე თქმით, რეალური ბრძოლის გარეშე კონსულტაციებს აზრი არ ექნება.
XS
SM
MD
LG