Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"თავისუფალი საქართველო" ხელისუფლებას რუსეთთან დიალოგისკენ მოუწოდებს


საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან დიალოგისკენ მოუწოდა პოლიტიკურმა პარტიამ "თავისუფალი საქართველო." მისი ლიდერის კახა კუკავას მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიტიკურმა ძალებმა უნდა იხელმძღვანელონ არა ვლადიმირ პუტინის იმიჯით და დასავლეთში პირადი ლობისტების შესაძლო განაწყენებით, არამედ საქართველოს ეროვნული ინტერესებით, რაც გულისხმობს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის ჩამოყალიბებას. კუკავა აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ დაუდასტურებია რუსეთთან მოლაპარაკებისთვის მზადყოფნა, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მან პოლიტიკური ნება გამოიჩონოს და პრობლემურ საკითხებზე დიალოგი დაიწყოს.
XS
SM
MD
LG