Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაშველებმა კიდევ ორი დაღუპული იპოვეს „კოსტა კონკორდიაზე“


იტალიაში მაშველებმა კიდევ ორი დაღუპული იპოვეს სამგზავრო ლაინერ „კოსტა კონკორდიაზე“, რომელმაც 13 იანვარს კატასტროფა განიცადა იტალიის დასავლეთ სანაპიროსთან. შედეგად, 15-მდე გაიზარდა იმ პირთა რიცხვი, რომელთა სიკვდილიც დასტურდება. დაკარგულად არის მიჩნეული კიდევ, სულ ცოტა, 19 ადამიანი. ამასობაში, იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტომ გასცა ნებართვა, რომ „კოსტა კონკორდიიდან“ ამოიტუმბოს 2000 ტონაზე მეტი საწვავი, რათა თავიდან იქნეს აცილებული გარემოს დაბინძურება. საზღვაო კატასტროფასთან დაკავშირებით, მკვლელობის ბრალდებები წაუყენეს ლაინერის კაპიტანს, ფრანჩესკო სკეტინოს. კაპიტნის ადვოკატმა ორშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბრალდების მხარემ, შესაძლოა, გამოძიება გააფართოვოს გემის მფლობელი კომპანიის, „კოსტა კრუიზისის“ მენეჯერების წინააღმდეგაც.
XS
SM
MD
LG