Accessibility links

logo-print

ეგვიპტის პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს „მუსლიმთა საძმოს“ წევრი


ეგვიპტის ახალი მოწვევის პარლამენტი შეიკრიბა პირველ სხდომაზე, რომლის მსვლელობაშიც პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს მოძრაობა „მუსლიმთა საძმოს“ წარმომადგენელი, საად ალ-ქათათნი. მას მხარი დაუჭირა 399-მა სულ 496 დეპუტატს შორის .სხდომა დაიწყო დუმილის წუთით, რითაც პარლამენტის წევრებმა პატივი მიაგეს ეგვიპტეში ანტისამთავრობო გამოსვლების დროს დაღუპული ასობით ადამიანის ხსოვნას. საპროტესტო აქციებს 2011 წლის მაისში მოჰყვა ეგვიპტის პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაკის გადადგომა.
XS
SM
MD
LG