Accessibility links

logo-print

„გაზპრომი“ გააორმაგებს აზერბაიჯანული გაზის შესყიდვას


რუსეთის სახელმწიფო კონცერნ „გაზპრომის“ თანახმად ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის თანახმად გაზპრომი აზერბაიჯანიდან გააორმაგებს ბუნებრივი აირის იმპორტს. შეთანხმებას ხელი რუსეთის ზამთრის კურორტ კრასნაია პოლიანაში „გაზპრომის“ და აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია „სოკარის“ ხელმძღვანელებმა მოაწერეს ხელი. გარიგების თანახმად რუსეთი აზერბაიჯანისაგან მიმდინარე წლის განმავლობაში 3 მილიარდ კუბური მეტრამდე გაზრდის ბუნებრივ აირის იმპორტის მოცულობას. ხოლო 2013 წელს იმპორტის მოცულობა კი 3 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბებს. რუსულმა კომპანიამ გასულ კვირას განაცხადა, რომ 2013 წლის ნაცვლად, უკვე 2012 წელს აპირებს სამხრეთ ნაკადის გაზსადენის მშენებლობას, რომელიც ყოველწლიურად სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას 63 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიაწვდის.
XS
SM
MD
LG