Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის ციხეში პირი ამოიკერა 385-მა პატიმარმა


ყირგიზეთის პენიტენციური სისტემის ცნობით, 385-მა პატიმარმა, რომელიც შიმშილობდა, პირი ამოიკერა. პატიმრებმა ეს მას შემდეგ გააკეთეს, რაც ციხის ადმინისტრაციამ მათი ძალით გამოკვება გადაწყვიტა. პატიმრები მოითხოვენ მეტ უფლებებს ციხეში. ზოგიერთის ვარაუდით, ეს პროცესი ციხის გარედან, კრიმინალური ჯგუფების მიერ იმართება. 16 იანვარს ციხეში პატიმრები ბადრაგს დაესხნენ თავს. ხელისუფლების მიერ ამბოხის ჩახშობიდან მეორე დღეს პატიმრებმა შიმშილობა გამოაცხადეს. ყირგიზეთის პენიტენციური სისტემის ხელმძღვანელმა შეიშენბეკ ბაიზაკოვმა განაცხადა, რომ ხელისუფლება არ აპირებს პატიმრების მოთხოვნების შესრულებას, ”ყველა პატიმარტმაც პირი რომ ამოიკეროს”.
XS
SM
MD
LG