Accessibility links

logo-print

ერთი წელი შესრულდა ”დომოდედოვოში” ტერაქტიდან


მოსკოვში ”დომოდედოვოს” აეროპორტში ერთი წლის წინ მოწყობილი ტერაქტის დროს დაღუპულებს იხსენებენ. აფეთქება მოაწყო თვითმკვლელმა ტერორისტმა მაგომედ ევლოევმა. დაიღუპა 37 ადამიანი, დაიჭრა - 173. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლის ვლადიმირ მარკინის ცნობით, ტერაქტის ორგანიზებაში მონაწილეობდა დაჯგუფება ”იმარატ კავკაზის” 28 წევრი ჩრდილოეთ კავკასიაში ტერორისტების ლიდერ დოკუ უმაროვთან ერთად. ოთხი მათგანი დაკავებულია, კიდევ 6 პირი იძებნება. გამოძიება ამოწმებს ინფორმაციას 2011 წლის სექტემბერში სტამბოლში კიდევ ორი ეჭვმიტანილის სიკვდილის შესახებ. მარკინის თანახმად, გასული წლის მარტში სპეცოპერაციის შედეგად დაჯგუფების 17 წევრი მოკლეს.
XS
SM
MD
LG