Accessibility links

logo-print

თურქეთი გმობს საფრანგეთის სენატის გადაწყვეტილებას


თურქეთი გმობს საფრანგეთის სენატის მიერ ახალი კანონის მიღებას, რითაც გენოციდის უარყოფა დანაშაულად ჩაითვლება. თურქეთის საგარეო უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ სენატის გადაწყვეტილება ”უპასუხისმგებლობის ნიმუშია” და რომ ანკარა ყოყმანის გარეშე მიმართავს საპასუხო ზომებს. ახალი კანონი ძალაში შევა პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის მიერ ხელმოწერის შემდეგ. ახალი კანონის დამრღვევს წლამდე თავისუფლების აღკვეთა და 45 ათას ევრომდე ჯარიმა ემუქრება.
XS
SM
MD
LG