Accessibility links

logo-print

ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა ირანის ბანკს


შეერთებული შტატების ფინანსურმა უწყებამ სანქციები დაუწესა ირანის სიდიდით მესამე ბანკ ”თედჟარათს” და მის ფილიალ Trade Capital Bank-ს, რომელიც მინსკში მდებარეობს. ვაშინგტონის განცხადებით, ეს ბანკები ირანის ხელისუფლებას დღემდე მოქმედი სანქციების გვერდის ავლით ბირთვული პროგრამის დაფინანსებაში ეხმარებოდნენ. ”ეს ნაბიჯი გააძლიერებს თეირანის ფინანსურ იზოლაციას და უფრო გაართულებს მისი უკანონო ბირთვული პროგრამის დაფინანსებას”, - განაცხადა აშშ-ის ფინანსური უწყების წარმომადგენელმა დევიდ კოენმა. ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს გადაწყვეტილება 1 ივლისიდან ირანიდან ნავთობის ექსპორტის აკრძალვასა და ირანის ცენტრალური ბანკის მიმართ გარკვეული შეზღუდვების დაწესებაზე. ევროკავშირის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს აშშ-მა და ისრაელმა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კი განაცხადა, რომ ბრიუსელის მოქმედება ვერ შეუწყობს ხელს ირანთან დიალოგს.
XS
SM
MD
LG