Accessibility links

logo-print

ჩინეთის პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა ტიბეტელ დემონსტრანტებს


ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, სეჩუანის პროვინციაში პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა ტიბეტელ დემონსტრანტებს. დაღუპულია სულ ცოტა ერთი ადამიანი. დემონსტრანტები მეტ რეგლიგიურ თავისუფლებასა და კორუფციის აღმოფხვრას მოითხოვდნენ. ტიბეტელთა ემიგრანტული ორგანიზაციების ინფორმაციით, მოკლულია 3 დემონსტრანტი. რადიო თავისუფალი აზიის ცნობით, პოლიციამ 6 ადამიანი მოკლა. ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ერთი ადამიანის დაღუპვას ადასტურებს და იუწყება 5 პოლიციელის დაჭრის შესახებ. ამასთან, არ ავრცელებს ცნობას დემონსტრანტებისთვის ცეცხლის გახსნაზე.
XS
SM
MD
LG