Accessibility links

ალექსანდრ ანქვაბი დმიტრი მედვედევს მდინარე ფსოუსთან შეხვდა


რუსეთის პრეზიდენტი დღეს იმყოფებოდა მის მიერ დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარებული აფხაზეთის საზღვართან, სადაც 25 იანვარს უნდა გაიხსნას საბაჟო-გამშვები პუნქტის ახალი, საავტომობილო ნაწილი. მდინარე ფსოუსთან იმყოფებოდა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბიც, რომელიც დმიტრი მედვედევს ახალ საავტომობილო ხიდზე შეხვდა. რუსულ საინფორმაციო სააგენტოებს მოჰყავთ პრეზიდენტ მედვედევის სიტყვები იმის შესახებ, რომ რუსეთისა და აფხაზეთის დამაკავშირებელი ხიდი აშენდა სწრაფად, ცივილიზებულად და მოთხოვნების, მათ შორის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ნორმების შესაბამისად.
XS
SM
MD
LG