Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მანანა მანჯგალაძემ საინტერესო წყარო უწოდა “ჰიუმან რაიტს უოჩის” ანგარიშს


საერთაშორისო ორგანიზაციის “ჰიუმან რაიტს უოჩის” ანგარიშს ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ და სხვა მსგავს დოკუმენტებს ინფორმაციის მნიშვნელოვანი და საინტერესო წყარო უწოდა დღეს საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა. მანანა მანჯგალაძის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია შესაძლოა, არ ეთანხმებოდეს ყველა შეფასებას, მაგრამ ყურადღებით ეცნობა ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვას შეეხება. “ჰიუმან რაიტს უოჩის” ანგარიშში, რომელიც 22 იანვარს გამოქვეყნდა, საუბარია პოლიციის მიერ ძალის გადაჭარბებულად გამოყენებაზე შარშანდელი მაისის საპროტესტო აქციის დაშლისას, შეკრების უფლებისა და მედიის თავისუფლების შეზღუდვაზე, დევნილთა ძალით გამოსახლებაზე თბილისის დროებითი თავშესაფრებიდან და შრომითი უფლებების დარღვევაზე ქუთაისის მეტალურგიული ქარხნის მუშების გაფიცვისას.
XS
SM
MD
LG