Accessibility links

”დომოდედოვოს” ტერაქტიდან ერთი წელი გავიდა


”დომოდედოვოს” აეროპორტი

”დომოდედოვოს” აეროპორტი

მოსკოვში ”დომოდედოვოს” აეროპორტში ერთი წლის წინ მოწყობილი ტერაქტის დროს დაღუპულებს იხსენებენ. აფეთქება მოაწყო თვითმკვლელმა ტერორისტმა მაგომედ იევლოევმა. დაიღუპა 37 ადამიანი, დაიჭრა - 173. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლის ვლადიმირ მარკინის ცნობით, ტერაქტის ორგანიზებაში მონაწილეობდა დაჯგუფება ”იმარატ კავკაზის” 28 წევრი ჩრდილოეთ კავკასიაში ტერორისტების ლიდერ დოკუ უმაროვთან ერთად. ოთხი მათგანი დაკავებულია, კიდევ ექვსი პირი იძებნება. გამოძიება ამოწმებს ინფორმაციას 2011 წლის სექტემბერში სტამბოლში კიდევ ორი ეჭვმიტანილის სიკვდილის შესახებ. ვლადიმირ მარკინის თანახმად, გასული წლის მარტში სპეცოპერაციის შედეგად დაჯგუფების 17 წევრი მოკლეს.
XS
SM
MD
LG