Accessibility links

logo-print

სპარსეთის ყურის ქვეყნებს სირიიდან დამკვირვებლები გაჰყავთ


სპარსეთის ყურის სახელმწიფოებმა დღეს განაცხადეს, რომ სირიაში განთავსებული არაბთა ლიგის სადამკვირვებლო მისიიდან თავიანთი წარმომადგენლების გაყვანას აპირებენ. ამ ნაბიჯს აღიქვამენ სირიაში არაბთა ლიგის სადამკვირვებლო მისიის სანდოობისთვის მიყენებულ მორიგ დარტყმად. კრიტიკოსები აცხადებენ, რომ მისიამ ვერ შესძლო სირიაში უკვე 10 თვის განმავლობაში მიმდინარე ძალადობის შეჩერება. დღევანდელ ცნობას წინ უსწრებდა სპარსეთის ყურის თანამშრობლობის საბჭოს ყველაზე დიდი წევრის, საუდის არაბეთის განცხადება, რომ არაბთა ლიგის მისიიდან თავისი დამკვირვებლები გაჰყავს. საბჭოს დანარჩენი წევრები არიან ბაჰრეინი, ქუვეითი, კატარი, ომანი და არაბთა გაერთიანებული საამიროები. ჯერჯერობით ცნობილი არ არის, ზუსტად როდის გაიყვანს საბჭო თავის დამკივებლებს 11 ქვეყნისგან შემდგარი მისიიდან. საბჭოს ინიციატივის ფონია სირიის რეჟიმის უარი განახორციელოს არაბთა ლიგის მიერ შემუშავებული გეგმა, რომელიც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის უშიშროების ძალებსა და ოპოზიციას შორის ძალადობის დასრულებას ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG