Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთში 400-ზე მეტმა პატიმარმა პირი ამოიკერა


ყირგიზეთის სახელმწიფო პენიტენციალური სამსახური აცხადებს, რომ 400-ზე მეტმა მოშიმშილე პატიმარმა პირი ამოიკერა მას შემდეგ, რაც ზედამხედველებმა მათი იძულებით გამოკვების გადაწყვეტილება მიიღეს. პატიმრები ციხეში პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. ზოგიერთი ვარაუდით, საპროტესტო აქციას კოორდინირებას ციხის გარედან უწევენ კრიმინალური დაჯგუფებები. ერთ-ერთ განყოფილებაში 16 იანვარს შეტაკებები მოხდა - პატიმრები მცველებს დაესხნენ თავს და საპატიმროს აღჭურვილობას ზიანი მიაყენეს. მეორე დღეს - მას შემდეგ, რაც ზედამხედველებმა არეულობის ჩახშობა შესძლეს - ათასობით პატიმარმა განაცხადა, რომ შიმშილობას იწყებს. პენიტენციალური სამსახურის ხელმძღვანელი, შეუშენბეკ ბაიზაკოვი აცხადებს, რომ ციხის ხელმძღვანელობა პატიმართა მოთხოვნებს არ შეასრულებს. „თუ უნდათ, ყველამ ამოიკეროს პირიო“ - როგორც იუწყებიან, ის ამ სიტყვებით გამოეხმაურა მოვლენებს.
XS
SM
MD
LG