Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთის პრემიერ-მინისტრი გაერთიანებისკენ მოწოდებით გამოდის


რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა, ემილ ბოკმა რუმინელებს ერთიანობის გამოვლენისკენ მოუწოდა იმ ფონზე, როცა საბიუჯეტო ხელმომჭირნეობის პოლიტიკის გამო გრძელდება საპროტესტო გამოსვლები. სამშაბათს, ქვეყნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დღესასწაულზე - ერთიანობის დღეს - პარლამენტის საგანგებო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ბოკმა თქვა, რუმინელებმა ეკონომიკური სირთულეების დაძლევისთვის ერთიანი ძალებით უნდა იმოქმედონო. „ხალხს გაერთიანებისთვის გადადგმული ნაბიჯების ხილვა სურს და არა განხეთქილებისო“, განაცხადა მან. პრემიერ-მინისტრის გამოსვლის ფონი იყო სულ მცირე 2,000 დემონსტრანტის - ძირითადად ბიუჯეტის შეკვეცის გამო სამსახურებიდან დათხოვნილი სამხედროების - მიერ მოწყობილი აქცია, რომელიც ბუქარესტში, მთავრობის შენობის წინ მიმდინარეობდა. არის ცნობები სხვა ქალაქებში გამართულ საპროტსტო აქციებზეც.
XS
SM
MD
LG