Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში 46-მდე გაიზარდა ზვავების შედეგად დაღუპულთა რიცხვი


ავღანელი ოფიციალური პირების განცხადებით, გასულ კვირაში, სულ ცოტა, 46 ადამიანი დაიღუპა ჩრდილო-აღმოსავლეთ ავღანეთში დიდთოვლობისა და ზვავების შედეგად. პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ბადახშანის პროვინციაში და რეგიონს დაჰპირდა 160 000 დოლარის დახმარებას. ავღანეთის მაღალმთიანი რეგიონებისთვის დამახასიათებელი მკაცრი ზამთარი ყოველ წელს ქმნის მძიმე პრობლემებს. შარშან, სულ ცოტა, 171 ადამიანი დაიღუპა სალანგის უღელტეხილზე ზვავის შედეგად - ამ უღელტეხილზე გადის მთავარი საავტომობილო გზა ქაბულსა და ჩრდილოეთ ავღანეთს შორის.
XS
SM
MD
LG