Accessibility links

logo-print

ბაღდადში 13 ადამიანი დაიღუპა აფეთქებების შედეგად


ერაყის დედაქალაქ ბაღდადიდან გავრცელებული ცნობებით, რამდენიმე ბომბი აფეთქდა უმეტესწილად შიიტი მუსლიმებით დასახლებულ რაიონში, რის შედეგადაც დაიღუპა, სულ ცოტა, 13 და დაიჭრა 70-ზე მეტი ადამიანი. ამ ძალადობის ფონია პოლიტიკური დაპირისპირება მთავრობაში წამყვანი როლის მქონე შიიტებსა და სუნიტების უდიდეს პოლიტიკურ ბლოკს შორის. კრიზისი იწვევს შეშფოთებას, რომ ერაყში შესაძლოა, განახლდეს შიიტებსა და სუნიტებს შორის ძალადობა ერთ თვეში მას შემდეგ, რაც ერაყიდან თავის ბოლო სამხედრო ძალები გაიყვანა შეერთებულმა შტატებმა.
XS
SM
MD
LG