Accessibility links

logo-print

იაპონიას, პირველად 31 წლის განმავლობაში, უარყოფითი გარევაჭრობის ბალანსი აქვს


იაპონიამ წელი უარყოფითი სავაჭრო ბალანსით დაასრულა - პირველად 31 წლის განმავლობაში. ამის შესახებ ცნობა იაპონიის ფინანსთა სამინისტრომ გაავრცელა. 2011 წელს სავაჭრო დეფიციტმა 32 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამის ძირითად მიზეზად ექსპერტები ასახელებენ გასული წლის მარტში მომხდარ კატასტროფულ მიწისძვრას და მის მიერ პროვოცირებულ ავარიას ფუკუსიმას ატომურ ელექტროსადგურზე. ამას გარდა, გასულ წელს გაზრდილმა იენის კურსმა ექსპორტი 2,7 პროცენტით გაზარდა. ამავე დროს, იმპორტი 12 პროცენტით გაიზარდა.
XS
SM
MD
LG