Accessibility links

logo-print

სომალიში ორი დასავლელი მძევალი გაათავისუფლეს


ამერიკელი და დანიელი მძევლები, რომლებიც გასული წლის ოქტომბრიდან სომალელი მებრძოლების ტყვეობაში იმყოფებოდნენ, აშშ-ის სპეციალური ქვედანაყოფის რეიდისას გაათავისუფლეს. ანონიმური დიპლომატიური წარმომადგენლების ცნობით, ოპერაცია სამხედრო ვერტმფრენების მხარდაჭერით განხორციელდა. სამხედროებსა და გამტაცებლებს შორის დაწყებული სროლის შემდეგ მოკლეს რამდენიმე მებრძოლი. მძევლები არ დაშავებულან. ორივე მათგანი ჰუმანიტარული ორგანიზაცია Danish Demining Group-ის თანამშრომლები არიან, რომელიც ნაღმების ლიკვიდაციისა დაკავებული.
XS
SM
MD
LG