Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კაიროში აღნიშნავენ საპროტესტო გამოსვლების დაწყების წლისთავს


კაიროს ცენტრში ათასობით ეგვიპტელი შეიკრიბა ყოფილ პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაკის მმართველობის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყების წლისთავთან დაკავშირებით. დემონსტრანტებმა თავი მოიყარეს ტაჰრირის მოედანზე - კაიროს ცენტრში მდებარე ეს მოედანი იყო ეპიცენტრი გამოსვლებისა, რომლებმაც მუბარაკი აიძულა, გადამდგარიყო, რაც 11 თებერვალს მოხდა. როგორც იუწყებიან, დემონსტრანტებს შორის არიან ეგვიპტის როგორც ისლამისტური პარტიების მხარდამჭერები, ისე რეფორმების მომხრე ლიბერალები, რომლებიც მოითხოვენ სამხედრო საბჭოს გადადგომას და საპროტესტო გამოსვლების დროს 800-მდე დემონსტრანტის დაღუპვაზე პასუხისმგებელი ოფიციალური პირების გასამართლებას. მუბარაკს ამჟამად ასამართლებენ ბრალდებით, რომ არეულობის დროს გასცა განკარგულება დემონსტრანტების დახოცვის შესახებ. მუბარაკი უარყოფს ამ ბრალდებას.
XS
SM
MD
LG