Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირია დათანხმდა სამეთვალყურეო მისიის ერთი თვით გაგრძელებას


სირიის ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო სანას ცნობით, დამასკი დათანხმდა სირიაში არაბთა ლიგის სამეთვალყურეო მისიის ერთი თვით გაგრძელებას. სანას ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვალიდ მუალემმა სამშაბათს წერილობით შეატყობინა არაბთა ლიგის გენერალურ მდივანს გადაწყვეტილების შესახებ, 23 თებერვლამდე გაგრძელდეს სამეთვალყურეო მისიის მანდატი. თავის მხრივ, არაბთა ლიგის ხელმძღვანელმა ნაბილ ელარაბიმ სირიის საკითხებში არაბთა ლიგის კომიტეტის თავმჯდომარესთან, კატარის პრემიერ-მინისტრთან ერთად გაეროს გაუგზავნა სირიაში პოლიტიკური კრიზისის მოგვარების გეგმა. გაეროს გენერალურ მდივანს სთხოვენ შეხვედრას, რათა გაეროს უშიშროების საბჭოს გააცნონ ინფორმაცია სირიაში მიმდინარე პრცოესებზე და მოიპოვონ არაბთა ლიგის გეგმის მიმართ მხარდაჭერა. სამშაბათს სპარსეთის ყურის არაბულმა სახელმწიფოებმა გამოაცხადეს, რომ აპირებენ თავიანთი წარმომადგენლების გაყვანას სირიაში არაბთა ლიგის სამეთვალყურო მისიიდან.
XS
SM
MD
LG