Accessibility links

რუსეთი „ღიაა კონსტრუქციული წინადადებებისათვის“ სირიის საკითხში


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი „ღიაა კონსტრუქციული წინადადებებისათვის“ სირიაში კრიზისის მოსაგვარებლად, მაგრამ კვლავინდებურად ეწინააღმდეგება გაეროს შესაძლო სანქციებს ან ძალის გამოყენებას პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის მიმართ. ლავროვის ამ განცხადების ფონია ინფორმაცია, რომ ევროპისა და არაბული ქვეყნები ამზადებენ რეზოლუციის პროექტს მომავალ კვირაში გაეროს უშიშროების საბჭოსათვის წარსადგენად. რეზოლუციის პროექტით მხარდაჭერას უცხადებენ არაბთა ლიგის ახალ სამშვიდობო გეგმას, რომელიც ითვალისწინებს პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის გადადგომას და სირიაში არჩევნების ჩატარებას. დამასკმა უკვე უარყო ეს გეგმა, როგორც სირიის საშინაო საქმეებში ჩარევა.
XS
SM
MD
LG