Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა აქებს სომალიში ტყვეების გათავისუფლებას


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ შეაქო შეერთებული შტატების სპეცდანიშნულების შენაერთი ოპერაციისათვის, რომლის შედეგადაც სომალიში გაათავისუფლეს ჰუმანიტარული ორგანიზაციის ორი თანამშრომელი, მათ შორის ერთი ამერიკელი. ისინი მეკობრეებს ოქტომბრიდან ჰყავდათ დატყვევებული. როგორც ობამა თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რეიდი კიდევ ერთხელ აჩვენებს მსოფლიოს, რომ შეერთებული შტატები გადამწყვეტ ზომებს ახორციელებს თავისი ხალხის მიმართ ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ. ცნობების თანახმად, ამერიკელმა სამხედროებმა ვერტმფრენების მხარდაჭერით ჩაატარეს რეიდი. სამხედროებსა და მეკობრეებს შორის ურთიერთსროლისას დაიღუპა ცხრა მეკობრე. გათავისუფლებულ მძევლებს - ამერიკელ ქალს და დანიელ მამაკაცს - არაფერი დაშავებიათ. მათს გათავისუფლებას მიესალმა დანიის პრემიერ-მინისტრი ჰელე ტორნინგ-შმიტიც.
XS
SM
MD
LG