Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში აღკვეთეს ისრაელის ელჩის მოკვლის გეგმა


აზერბაიჯანიდან გავრცელებული ინფორმაციით, ამ ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს ბაქოში ისრაელის ელჩისა და ებრაელთა სათვისტომოს ორი წარმომადგენლის მოკვლის გეგმასთან კავშირში ბრალდების საფუძველზე. ეძებენ აზერბაიჯანის კიდევ ერთ მოქალაქეს, რომელიც, ცნობების თანახმად, ირანში ცხოვრობს. სამივეს წაყენებული აქვს აზერბაიჯანში იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონოდ შეტანის ბრალდება. აზერბაიჯანის უშიშროების სამინისტროს განცხადებით, ერთ-ერთ ბრალდებულს კავშირი აქვს ირანის დაზვერვის უწყებებთან, რომლებიც სამ აზერბაიჯანელს დაჰპირდნენ 150 000 დოლარს ბაქოში ისრაელისა ელჩის და კიდევ ორი ებრაელის მოკვლის სანაცვლოდ.
XS
SM
MD
LG