Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროხოროვმა გაიარა პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაცია


რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტობის კანდიდატად დაარეგისტრირა ბიზნესმენი მიხაილ პროხოროვი. რეგისტრაციის გავლის შემდეგ, პროხოროვმა გამოთქვა იმედი, რომ არჩევნების მეორე ტურში გავა ვლადიმირ პუტინთან ერთად. პროხოროვი მიჩნეულია რუსეთში ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად. 4 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ის გამოდის საბაზრო რეფორმებისაკენ მოწოდებით და თავს იკავებს უშუალოდ პუტინის კრიტიკისაგან. მოსალოდნელია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე უარს ეტყვის ოპოზიციონერ გრიგორი იავლინსკის. პროხოროვზე ადრე რეგისტრაცია გაიარეს პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა, კომუნისტური პარტიის ლიდერმა გენადი ზიუგანოვმა, პარტია „სამართლიანი რუსეთის“ ლიდერმა სერგეი მირონოვმა და ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელმა, ვლადიმირ ჟირინოვსკიმ.
XS
SM
MD
LG