Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კაიროში აღნიშნავენ დემონსტრაციების დაწყების პირველ წლისთავს


კაიროს ცენტრში ათიათასობით ეგვიპტელი შეიკრიბა ყოფილ პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაკის მმართველობის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყების წლისთავთან დაკავშირებით. დემონსტრანტებმა თავი მოიყარეს ტაჰრირის მოედანზე - კაიროს ცენტრში მდებარე ეს მოედანი იყო ეპიცენტრი გამოსვლებისა, რომლებმაც მუბარაკი აიძულა, გადამდგარიყო, რაც 11 თებერვალს მოხდა. ისლამისტური პარტიების მხარდამჭერები და დემოკრატიული რეფორმების მომხრე დემონსტრანტები მოედნის სხვადასხვა მხარეს შეიკრიბნენ. „მუსლიმთა საძმოსა“ და მუბარაკის მმართველობისას აკრძალული სხვა ისლამისტური ორგანიზაციების მომხრეები აცხადებენ, რომ ზეიმობენ მუბარაკის რეჟიმის დამხობის წლისთავს. დემოკრატიზაციის მომხრე დემონსტრანტები კი მოითხოვენ ეგვიპტეში არმიის მმართველობის მალე დასრულებას და საპროტესტო გამოსვლების დროს 800-მდე დემონსტრანტის დაღუპვაზე პასუხისმგებელი ოფიციალური პირების გასამართლებას. მუბარაკს ამჟამად ასამართლებენ ბრალდებით, რომ არეულობის დროს გასცა განკარგულება დემონსტრანტების დახოცვის შესახებ. მუბარაკი უარყოფს ამ ბრალდებას.
XS
SM
MD
LG