Accessibility links

logo-print

სომეხმა წყვილმა შვილს სარკოზი დაარქვა


სომხეთში სარკოზი დაარქვეს ბავშვს, რომელიც დაიბადა ორ დღეში მას შემდეგ, რაც საფრანგეთის სენატმა დაამტკიცა კანონი თურქეთში სომეხთა გენოციდის საკითხზე. ამ კანონით, დანაშაულად ცხადდება იმის უარყოფა, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდი მოხდა. სარკოზი ავეტისიანი დღეს დაიბადა სომხეთის სიდიდით მეორე ქალაქ გიუმრიში. 2001 წელს, როცა საფრანგეთმა გენოციდად აღიარა სომეხთა ხოცვა-ჟლეტა ოსმალეთის იმპერიაში, სამხეთში იყო ახალშობილი ტყუპებისათვის „ჟაკის“ და „შირაკის“ დარქმევის შემთხვევა, საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტის, ჟაკ შირაკისადმი პატივისცემის ნიშნად.
XS
SM
MD
LG